პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეული ჩატარდა
19-21 მაისს, პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეული - "VET Connect 2.0: International Week of Vocational Partnerships" ჩატარდა, რომელშიც სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესიული პროგრამების - "ავტომობილის ძრავას შეკეთება" და "ავტომობილის ელექტრონული სისტემის შეკეთება" განმახორციელებლები და ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
კვირეულის ფარგლებში, ასევე, ჩატარდა კონფერენცია პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის თემაზე - Connected for Impact: Global Perspectives on VET. კვირეულის ფარგლებშივე, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი ინსტიტუციების მონაწილეობით თემატური სესიები და გამოფენა მოეწყო.
გამოფენაზე თითოეულ ინსტიტუციას დაეთმობა 1 სტენდი, სადაც წარმოდგენილი იყო პროფესიული პროგრამების ფარგლებში შექმნილი ნაწარმი, საინფორმაციო ბროშურები, ბუკლეტები, და სხვა.
კვირეული გაგრძელდა თემატური სესიებით, სადაც წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ. მათ შორის ღონისძიებაზე გაკეთდა ფაკულტეტის ზემოაღნიშნული ორი პროგრამის ვრცელი პრეზენტაცია.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.