სტუ
20/05/2025

სტუდენტებისათვის საერთაშორისო პროექტის ფარგლებში მორიგი ტრენინგ-კურსი და შეჯიბრება ჩატარდება

Erasmus+ საგრანტო პროგრამის KA2 აქტივობის LISS24 (Learn – Innovate – Sell – Succeed) „ისწავლე-გააუმჯობესე-გაყიდე-მიაღწიე წარმატებას“ ინსტიტუციური გაძლიერების პროექტის ეგიდით დაგეგმილ ტრენინგ-კურსებზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო.

პროექტი LISS24-ი გაძლევთ შესაძლებლობას გაიაროთ სერთიფიცირებული ტრენინგ-კურსი ,,B2B გაყიდვები“ და ჩაერთოთ „B2B გაყიდვების შეჯიბრებაში“ (Sales Competition 2025).

თუ ხარ სტუ-ის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტი, გაინტერესებს ბიზნეს ურთიერთობები და გაყიდვების სფერო, გაქვს სამეწარმეო იდეა, ან უბრალოდ გსურს განვითარდე და აღმოაჩინო ახალი შესაძლებლობები ამ მიმართულებით, გაიარე მარტივი რეგისტრაცია და შემოუერთდი პროექტს. 

სარეგისტრაციო ბმული.

პროექტში ჩასართავად საჭირო ინფორმაცია მოცემულია სარეგისტრაციო ფორმაში. კანდიდატების შერჩევას განახორციელებს პროექტის მართველი გუნდი.

თავის მხრივ, საპროექტო გუნდი საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას თითოეული კანდიდატი შერჩეულ იქნას ობიექტურად, პროექტის მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების მიღწევის უზრუნველსაყოფად.  

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 28 მაისი - 23 საათი და 59 წუთი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით - ელფოსტა: info-tsme@gtu.ge.

კურსზე 25 ადგილია, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურსი საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, შესარჩევი ეტაპი ჩატარდება ორ ნაწილად. 
პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმები:

  • აკადემიური მიღწევა: აპლიკანტის GPA ან ეკვივალენტური აკადემიური ქულები (მონაცემები დეკანატიდან);
  • ლიდერობა: ეს შეიძლება იყოს საფაკულტეტო/საუნივერსიტეტო კლუბებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, სპორტულ გუნდებში ან სხვა ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობა - რეკომენდაცია. 

კონკურსის შემთხვევაში ჩატარდება მეორე ეტაპი - გასაუბრების კრიტერიუმები:

  • კომუნიკაციის უნარი (25 ქულა): კანდიდატის უნარი გამოხატოს იდეები ნათლად და ეფექტურად. 
  • პერსონალური მოტივაცია და მიზნები (20 ქულა): განმცხადებლის მოტივაცია არჩეული სასწავლო სფეროს ან მომავალი კარიერის მიმართ. ეს შეიძლება ეფუძნებოდეს მათ პასუხებს კითხვებზე მათი აკადემიური და კარიერული მიზნების, სფეროსადმი მათი ინტერესისა და მათი გრძელვადიანი მისწრაფებების შესახებ. მათ შორის კანდიდატის მზაობა აქტიურად ჩაერთოს პროექტის ეგიდით დაგეგმილ სხვა ღონისძიებებში;
  • ლიდერობის თვისებები (30 ქულა) - რეკომენდაცია 
  • პირადი და პროფესიული პრეზენტაცია (25 ქულა): კანდიდატის მოტივაციური ქცევა, თავდაჯერებულობა და ოფიციალური ინტერვიუში ჩართვის უნარი. 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ტელეფონის ნომერზე: 595 336 643.
 
აქვე შეგახსენებთ რომ პროექტი LISS24, წარმოადგენს Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტს და მიზნად ისახავს ინოვაციური კომპეტენციების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ახორციელებს სტუ-ს ტექნოლოგიების და საგრანტო პროექტების ოფისი, ხოლო პროექტი შედეგების პირველადი პილოტირება განხორციელდება სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სადაც ასევე განხორციელდება პროექტის ეგიდით დაგეგმილი ძირითადი ღონისძიებები. პროექტის პარტნიორია სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი.

დეპარტამენტი პროექტის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.