აკადემიური პერსონალის მობილობა პოლონეთის ჩესტოხოვას იან დლუგოშის უნივერსიტეტში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია, ERASMUS+ KA107 პროგრამის საერთაშორისო აკადემიური მობილობის ფარგლებში, 2025 წლის 12-16 მაისს პოლონეთში, ქ. ჩესტოხოვის იან დლუგოშის უნივერსიტეტს (Ian Dlugosz University in Czestochowa) სტუმრობდა.
სწავლების მიზნით მობილობა განხორციელდა, ქ. ჩესტოხოვის იან დლუგოშის უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე.
მობილობის ფარგლებში აქტივობები აკადემიურ დატვირთვებთან ერთად, ასევე ითვალისწინებდა სამუშაო გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას შეხვედრების, დისკუსიების და პრეზენტაციების გზით. ასევე სასწავლო რესურსების გაცნობით ტურებსა და კულტურულ აქტივობებს, როგორც უშუალოდ ფაკულტეტზე ასევე უნივერსიტეტის ცენტრალურ ადმინისტრაციაში.
მობილობის ფარგლებში საქმიანი შეხვედრები შედგა ადგილობრივი საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის, საფაკულტეტო და უნივერსიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან.
ასევე უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალთან. სხვა და სხვა სამუშაო თემებთან დაკავშირებით, ინტერესთა დაახლოების მიზნით გაიმართა არაერთი დისკუსია და შეხვედრა.
ვიზიტის ფარგლებში საქმიანი შეხვედრა შედგა მასპინძელი უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოოპერაციების მიმართულებით პროფესორ მარკინ სოსნოვსკისთან.
ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა დღის წესრიგით განსაზღვრული ყველა აქტივობა, რომელიც დაგეგმილი იყო მასპინძელი მხარის მიერ. გარდა საქმიანი დისკუსიებისა, შეხვედრებზე წარმოდგენილი იქნა ვრცელი პრეზენტაციები როგორც სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის, ასევე ზოგადად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ.
პოლონურ უნივერსიტეტში ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ERASMUS+ ფარგლებში მობილობის გააქტიურება და ფაკულტეტის საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის გაძლიერება.
ვიზიტი განხორციელდა ERASMUS+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია ჩესტოხოვას, იან დლუგოშის უნივერსიტეტში (პოლონეთი).
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.