სტუ
14/05/2025

კომპანია ,,ჰანიველ ცემენტი”-ს წარმომადგენლების ვიზიტი ფაკულტეტზე

5.jpg

13 მაისს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს, კომპანია ,,ჰანიველ ცემენტი”-ს წარმომადგენლები ფაკულტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. 

შეხვედრის მიზანს კომპანიის შესახებ ინფორმაციის გაზიარება და მათთვის სტაჟირებისა და შემდგომში დასაქმების შეთავაზება წარმოადგენდა. სტუმრებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს კომპანიის განვითარების ისტორია, განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები. სტუდენტებს ესაუბრნენ დასაქმების შესაძლებლობებსა და იმ პირობებზე რასაც კომპანია, სთავაზობს ახალ თანამშრომლებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, “ჰანიველ ცემენტი” შედეგზე ორიენტირებული კომპანიაა. ის დიდ ყურადღებას უთმობს და აფასებს თანამშრომლებისა და მენეჯმენტის კომპეტენციას. კომპანია საკუთარი პერსონალის განვითარებას სხვადასხვა ტრენინგების საშუალებით ახდენს. მენეჯმენტის ეფექტური სისტემის დასანერგად, “ჰანიველ ცემენტი” მართვის ევროპულ სტანდარტებს იყენებს და მას ქართულ რეალობას უსადაგებს.
  

3.jpg

კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისინი მზად არიან ფაკულტეტთან შემდგომი თანამშრომლობისთვის, ამის დასტურად სტუდენტებს ექსკლუზიურად სახელობითი სტიპენდიის პირობები გააცნეს და კომპანიის ბრენდირებული სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. 

აღსანიშნავია რომ კომპანია “ჰანიველ ცემენტთან” თანამშრომლობის ფარგლებში, პირველ სასწავლო კორპუსში მოწყობილია კომპანიის ბრენდირებული “ბიზნეს კუთხე” და სამომავლოდ ერთობლივი სხვა ბევრი აქტივობა იგეგმება. მადლობას ვუხდით კომპანია “ჰანიველ ცემენტს” საინტერესო შეხვედრისთვის და იმედს ვიტოვებთ რომ მჭიდრო თანამშრომლობით მომავალში უფრო მეტს შედეგს მივაღწევთ.