„ინკლუზიური განათლება მხოლოდ კონცეფცია არ არის, ის ყოველდღიური ძალისხმევაა, იმისათვის რომ შევქმნათ ხელმისაწვდომი, მხარდამჭერი და ყოვლისმომცველი საგანმანათლებლო გარემო. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც წამყვანი უმაღლესი სკოლა, აღიარებს თავის უმნიშვნელოვანეს როლს ამ მისიის განხორციელებაში. ჩვენ ვართ არა მხოლოდ ცოდნისა და ინოვაციის ცენტრი, არამედ სოციალური პროგრესისა და ინკლუზიურობის სამაგალითო წყარო“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა ბუაჩიძემ ინკლუზიური განათლების ცნობიერების ამაღლებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიება, რომელიც ინკლუზიური განათლების ცნობიერების ამაღლებას მიეძღვნა, სტუ-ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ცენტრის ინიციატივითა და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ჩართულობით გაიმართა.