სტუ
24/04/2025

ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ

24 აპრილს,  მუშაობა დაიწყო II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ  სახელწოდებით - "საინჟინრო, ტექნოლოგიებისა და ტრანსპორტის განვითარების პრობლემები და ინოვაციები". 

ორდღიანი კონფერენცია ქ. ხმელნიცკის ეროვნული უნივერსიტეტის საინჟინრო, ტრანსპორტისა და არქიტექტურის ფაკულტეტის (უკრაინა) და სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის (პოლონეთი) ორგანიზებით ჩატარდება. 

კონფერენცია 24 აპრილს გაიხსნა და მისი მიზანი სამეცნიერო ცოდნის პოპულარიზაცია, სტუდენტებისა და ასპირანტების სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა, გამოცდილებისა და იდეების გაცვლა და ინტერდისციპლინარული დიალოგის ხელშეწყობაა. აღნიშნულ კონფერენციაზე თავიანთი ნაშრომები ერთობლივად წარადგინეს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. 
სექციების მუშაობა 24-26 აპრილს გაგრძელდება რომელშიც ონლაინ მონაწილეობაც არის შესაძლებელი. 

3 (6).png

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ პოლონეთის, საბერძნეთის, ლიეტუვას, თურქეთის, ესტონეთის, რუმინეთის, ლიეტუვას, სლოვაკეთის წამყვანი უნივერსიტეტები. კონფერენციის თანაორგანიზატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი.

აღნიშნული კონფერენცია არის კიდევ ერთი კარგი საშუალება ჩვენი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო აქტივობებში, რაც მათი კვლევითი და სამეცნიერო ნაშრომების ფართო დარგობრივ საზოგადოებებთან გასაზიარებლად ძალიან კარგი შესაძლებლობაა. 

ფაკულტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის იმ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, რომელიღაც ნაშრომი წარადგინეს აღნიშნულ კონფერენციაზე. მსგავსი აქტივობების მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.