16 აპრილს, თბილისის 64-ე საჯარო სკოლაში, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
სტუ-ის სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტების ლექტორებმა და ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს უნივერსიტეტის ისტორია, განვითარების განვლილი გზა და ის მრავალფეროვანი შესაძლებლობები, რაც პოტენციურ სტუდენტებს სტუ-ში ელოდებათ.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა – მოსწავლეების შეკითხვებს, სტუმრებიც გულწრფელად პასუხობდნენ და ამასთანავე, საკუთარ გამოცდილებას და აკადემიური ცხოვრების საინტერესო დეტალებს უზიარებდნენ.
სკოლის ადმინისტრაციამ სურვილი გამოთქვა, რომ სამომავლოდ უფრო მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რათა ერთად დაიგეგმოს პროექტები და სხვა სასარგებლო ორმხრივი აქტივობები.
ფაკულტეტის ადმინისტრაცია მადლობას ვუხდით თბილისის 64-ე საჯარო სკოლას მასპინძლობისათვის. მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება - მათ შორის რეგიონებში.