7 აპრილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისა და სტუდენტური სერვისების სამსახურის წარმომადგენლები თბილისის 60-ე საჯარო სკოლის მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო, მოსწავლეებისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ისტორიის, თანამედროვე განვითარების ეტაპებისა და სტუდენტებისთვის შეთავაზებული აკადემიური შესაძლებლობების გაცნობა. ღონისძიებაზე უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს უნივერსიტეტის დაარსების ისტორიაზე, ფაკულტეტების სტრუქტურულ მოწყობაზე, საგანმანათლებლო პროგრამების მრავალფეროვნებაზე და იმ უნიკალურ შესაძლებლობებზე, რასაც უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს.
შეხვედრა აქტიური და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეები დაინტერესდნენ სხვადასხვა ფაკულტეტების სპეციფიკითა და სტუდენტური ცხოვრების დეტალებით. სტუმრებმა მოსწავლეთა ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხეს და პირადად გაუზიარეს წარმატებული სტუდენტური ცხოვრების გამოცდილება.
მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სკოლის ადმინისტრაციამ გამოთქვა მზაობა, რომ უნივერსიტეტსა და სკოლას შორის ხელი მოეწეროს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც საფუძველს ჩაუყრის ერთობლივ პროექტებს, ტრენინგებს, პროფესიულ ორიენტაციასა და სხვა სასწავლო-განმავითარებელ ინიციატივებს.
ღონისძიება მეგობრული და ინსპირაციული ატმოსფეროთი წარიმართა და იმედს ვიტოვებთ ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სკოლის მოსწავლეთა პროფესიული თვითგანვითარების მოტივაციის ამაღლებაში.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.