საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, Erasmus+ საგრანტო პროგრამის KA2 აქტივობის LISS24 (Learn – Innovate – Sell – Succeed) „ისწავლე-გააუმჯობესე-გაყიდე-მიაღწიე წარმატებას“, ინსტიტუციური გაძლიერების პროექტის ეგიდით დაგეგმილი ტრენინგ-კურსი ’’ინოვაციური კომპეტენციები: როგორ გავიუმჯობესოთ სამეწარმეო და ინოვაციური უნარები“ ჩატარდა.
კურსი მოიცავდა ინოვაციური და სამეწარმეო ბიზნეს იდეების გენერირების ტექნიკისა და ბიზნესის მოდელირების ძირითად თემებს, მეწარმეობის თეორიულ ჩარჩოებს და პრაქტიკული სავარჯიშოებს, რომლის ფარგლებშიც სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის მეწარმეობის მენეჯმენტის პროგრამის აკადემიურმა პერსონალმა და მოწვეულმა ტრენერებმა, სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ჩაატარეს სესიები თემებზე: მეწარმეობა გლობალურ გარემოში და თანამედროვე ტენდენციები; წარმატებული ინოვაციური ბიზნესების ქეისების შესწავლა; ბაზრის კვლევა და მომხმარებელთა საჭიროებების იდენტიფიცირება; ინოვაციური კომპეტენციები და მისი გავლენა სამეწარმეო ბიზნესზე; კრეატიული იდეების გენერირების ტექნიკები - ბრეინშტორმინგი; სამეწარმეო პროექტების ბიუჯეტირება; პრობლემების გადასაწყვეტი ჯგუფური პროცედურა და დიზაინ აზროვნება; ბიზნეს მოდელის შემუშავება და ღირებულების წინადადების დახვეწა; პრეზენტაციის უნარები და კონკურსისთვის მომზადება.