სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე მომზადებულმა ახალმა პროფესიულმა გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამამ “მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურება” აკრედიტაცია მოიპოვა.
2 აპრილს, საქართველოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა ჩატარდა, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის, აკადემიური პერსონალის მიერ მომზადებული ახალი პროფესიული გადამზადების პროგრამა “მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურება” განიხილეს.
ახალი პროგრამის მიზანია, სამაცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სექტორისათვის, კვალიფიციური კადრის გადამზადება, რომელსაც ეცოდინება სექტორის მავნე ზეგავლენა გარემოზე და ამ ზეგავლენის შემცირების მეთოდები. პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლებათ მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მონტაჟი, გაშვება-გამართვა, მომსახურება, დემონტაჟი და მაცივარაგენტის შეგროვება მოწყობილობიდან სექტორში არსებული ნორმებისა და სტანდარტების მოთხოვნების დაცვით.
პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 8 კვირას, 20 საათი კვირეული დატვირთვით, სულ 160 (148+12) საკონტაქტო საათს.
პროგრამის განხორციელების პროცესში გამოყენებული იქნება ინტერაქტიური ლექციისა და პრაქტიკული მეცადინეობის სწავლების მეთოდი, ხოლო შეფასებისას ზეპირი გამოკითხვის და სამუშაოს შესრულებაზე დაკვირვების მეთოდები.
პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ: