სტუ
28/03/2025

კომპანია ,,ავტოტექნო“-ს წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ

4.jpg

27 მარტს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის, ბაკალავრიატისა და პროფესიული სწავლების სტუდენტებს კომპანია ,,ავტოტექნო“-ს წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანს კომპანიის შესახებ ინფორმაციის გაზიარება და სტუდენტებისათვის სტაჟირებისა და შემდგომში დასაქმების შეთავაზება წარმოადგენდა.

კომპანია ,,ავტოტექნო“ SINOTRUK HOWO-ს და SHANTUI-ს ოფიციალური დილერია საქართველოში, იგი 2016 წელს დაარსდა და მიზნად დაისახა საქართველოში წამყვანი ბრენდების სპეც. ტექნიკის იმპორტი, რეალიზაცია და მომხმარებლისთვის, მის ინდივიდუალურ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული სერვისის შეთავაზება. კომპანია ,,ავტოტექნო“ მომხმარებელს სთავაზობს სხვა და სხვა კატეგორიის პროდუქციას ესენია: ექსკავატორები; ექსკავატორ-დამტვირთველები; ფრონტალური-დამტვირთველები; ბულდოზერები; გრეიდერები; როლერები და სხვა. 

კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს სტაჟირების პროგრამის პირობები გააცნეს როგორც შესრულებაზე და შედეგზე ორიენტირებული კომპანია, “ავტოტექნო” ყურადღებას უთმობს და აფასებს თანამშრომლებისა და მენეჯმენტის კომპეტენციას.

კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მზად არიან ფაკულტეტთან შემდგომი აქტიური თანამშრომლობისთვის და სტუდენტებს ბრენდირებული სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. 

,,საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა“ და შპს “ავტოტექნოს“ შორის გაფორმებულია მრავალწლიანი ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საგანსა და საქმიანობის ფორმას წარმოადგენს მხარეთა თანამშრომლობა, რაც მიზნად ისახავს მხარეთა კომპეტენციის ფარგლებში ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, მხარეთა სამეცნიერო-ტექნიკური, საწარმოო ბაზისა და პოტენციალის გაზიარებას. 

აღსანიშნავია რომ თანამშრომლობის ფარგლებში სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს კომპანიის თანამედროვე კონცეფციის “სასწავლო ცენტრი”.

უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობისა და ურთიერთთანამშრომლობას საერთო ინტერესების ფარგლებში კომპანია “ავტოტექნო”-ში დაიგეგმა მორიგი სასწავლო ინდუსტრიული ტური. 

ფაკულტეტის ადმინისტრაცია მადლობას ვუხდით კომპანია ,,ავტოტექნო“-ს წარმომადგენლებს საინტერესო შეხვედრისათვის.