მორიგი სასწავლო ინდუსტრიული ტური კომპანია “ავტობანში”
სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს ბაკალავრიატის და პროფესიული სწავლების ქართული და უცხოენოვანი პროგრამის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად სასწავლო ინდუსტრიული ტურის ფარგლებში კომპანია “ავტობანს” მორიგ ჯერზე სტუმრობდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებს დამფუძნებლებმა კომპანიის მუშაობის პრინციპი გააცნეს, ამასთანავე, ესაუბრნენ კომპანიის ძლიერ მხარეებზე, დაათვალიერებინეს სამუშაო გარემო: გაყიდვების სამსახური, სასაწყობე სივრცე, ავტომობილების სარემონტო სერვისი, ნარჩენების შემგროვებელი საცავი და საინვესტიციო სივრცე.
ასევე ისაუბრეს თუ როგორ ახორციელებს კომპანია “ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციასთან” ნარჩენი ზეთების, საბურავებისა და აკუმულატორების მართვას.
შეხვედრა მოიცავდა დისკუსიებს გარემოსდაცვით საკითხებზე, კარიერულ შესაძლებლობებზე, დარგში არსებულ გამოწვევებსა და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკაზე.
კომპანია "ავტობანი" 27 წელია წარმოადგენს დამაკავშირებელ რგოლს მსოფლიო ავტომწარმოებლებსა და ქართველ მომხმარებლებს შორის.
აღსანიშნავია რომ კომპანიაში, სხვა და სხვა მმართველობით და საპასუხისმგებლო პოზიციებზე დასაქმებულები არიან ჩვენი ფაკულტეტის კურსდამთავრებულები.
ფაკულტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის კომპანია “ავტობანის” მენეჯმენტს სოციალური და კორპორაციული პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტისათვის და მასპინძლობისათვის.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.