სტუ
25/03/2025

„ისწავლე-გააუმჯობესე-გაყიდე-მიაღწიე წარმატებას“ - სტუდენტებისთვის ტრენინგ-კურსი ჩატარდება

LISS 24.png

Erasmus+ საგრანტო პროგრამის KA2 აქტივობის LISS24 (Learn – Innovate – Sell – Succeed) „ისწავლე-გააუმჯობესე-გაყიდე-მიაღწიე წარმატებას“ ინსტიტუციური გაძლიერების პროექტის ეგიდით დაგეგმილ ტრენინგ-კურსებზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო.

პროექტი LISS24-ი გაძლევთ შესაძლებლობას პირველ ეტაპზე გაიაროთ სერტიფიცირებული ტრენინგ-კურსი ,,როგორ გავიუმჯობესოთ სამეწარმეო უნარები და ინოვაციური კომპეტენციები“ . 

თუ ხარ სტუ-ის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტი და გაინტერესებს ინოვაციები, ტექნოლოგიები, გაქვს სამეწარმეო იდეა, ან უბრალოდ გსურს განვითარდე და აღმოაჩინო ახალი შესაძლებლობები ამ მიმართულებით,  გაიარე მარტივი რეგისტრაცია და შემოუერთდი პროექტს. 

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/wWU59YK2zgHCAewk9

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროექტში ჩასართავად უნდა აკმაყოფილებდეთ გარკვეულ კრიტერიუმებს, რომლებიც მოცემულია სარეგისტრაციო ფორმაში. კანდიდატების შერჩევას განახორციელებს პროექტის მმართველი გუნდი. თავის მხრივ, საპროექტო გუნდი საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას თითოეული კანდიდატი შერჩეულ იქნას ობიექტურად, პროექტის მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების მიღწევის უზრუნველსაყოფად.   

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 28 მაისი - 23 საათი და 59 წუთი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით - ელ. ფოსტა: info-tsme@gtu.ge    

კურსზე 25 ადგილია, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურსი საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, შესარჩევი ეტაპი ჩატარდება ორ ნაწილად. 

პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმები:

1. აკადემიური მიღწევა: აპლიკანტის GPA ან ეკვივალენტური აკადემიური ქულები (მონაცემები დეკანატიდან);

2. ლიდერობა: ეს შეიძლება იყოს საფაკულტეტო/საუნივერსიტეტო კლუბებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, სპორტულ გუნდებში ან სხვა ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობა - რეკომენდაცია. 

კონკურსის შემთხვევაში ჩატარდება მეორე ეტაპი - გასაუბრების კრიტერიუმები:

1. კომუნიკაციის უნარი (25 ქულა): კანდიდატის უნარი გამოხატოს იდეები ნათლად და ეფექტურად. 

2. პერსონალური მოტივაცია და მიზნები (20 ქულა): განმცხადებლის მოტივაცია არჩეული სასწავლო სფეროს ან მომავალი კარიერის მიმართ. ეს შეიძლება ეფუძნებოდეს მათ პასუხებს კითხვებზე მათი აკადემიური და კარიერული მიზნების, სფეროსადმი მათი ინტერესისა და მათი გრძელვადიანი მისწრაფებების შესახებ. მათ შორის კანდიდატის მზაობა აქტიურად ჩაერთოს პროექტის ეგიდით დაგეგმილ სხვა ღონისძიებებში;

3. ლიდერობის თვისებები (30 ქულა) - რეკომენდაცია 

4. პირადი და პროფესიული პრეზენტაცია (25 ქულა): კანდიდატის მოტივაციური ქცევა, თავდაჯერებულობა და ოფიციალური ინტერვიუში ჩართვის უნარი. 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ  ტელეფონის ნომერზე:  595 336 643 

აქვე შეგახსენებთ რომ პროექტი LISS24, წარმოადგენს Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტს და მიზნად ისახავს ინოვაციური კომპეტენციების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში.  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ახორციელებს სტუ-ის ტექნოლოგიების ტრანსფერისა და საგრანტო პროექტების ოფისი, ხოლო პროექტი შედეგების პირველადი პილოტირება განხორციელდება სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სადაც ასევე განხორციელდება პროექტის ეგიდით დაგეგმილი ძირითადი ღონისძიებები,  პროექტის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: http://liss24-am.liss24.com/