სტუ
24/03/2025

საერთაშორისო კონფერენცია "ტრანსპორტისა და კომუნიკაციების ახალი ჰორიზონტები 2025"

2025 წლის ნოემბრის თვეში, აღმოსავლეთ სარაევოს უნივერსიტეტის ტრანსპორტისა და მოძრაობის ინჟინერიის ფაკულტეტის ორგანიზებით ტარდება მე-10 საერთაშორისო კონფერენცია "ტრანსპორტისა და კომუნიკაციების ახალი ჰორიზონტები 2025", რომელიც აღიარებულია სერბეთის მეცნიერების, ტექნოლოგიური განვითარებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს მიერ, როგორც I კატეგორიის კონფერენცია.

კონფერენცია ჩატარდება ჰიბრიდულად (იქნება ონლაინ ჩართვები) 2025 წლის 05-08 ნოემბრის პერიოდში. კონფერენცია ორგანიზებულია მსოფლიოს 15 უნივერსიტეტისა და ასოციაციის მხარდაჭერით, და თანაორგანიზებით, მასში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მეცნიერები 30-ზე მეტი ქვეყნიდან.

კონფერენციას მხარს უჭერს სერბეთის მეცნიერების, ტექნოლოგიური განვითარებისა და უმაღლესი განათლების სამინისტრო.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორია. 

კონფერენცია, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების დარგის მკვლევრებისათვის არის კიდევ ერთი შესანიშნავი შესაძლებლობა, წარმოადგინონ თავიანთი ნაშრომები და უახლოესი კვლევის შედეგები დარგის აღიარებული ექსპერტებისა და ფართო საზოგადოების წინაში. 

კონფერენციის შესახებ სხვა მნიშვნელოვანი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე, ან დაუკავშირდეთ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაციას.