სტუ
17/03/2025

„კონიკა მინოლტა საქართველო“-ს წარმომადგენლები ფაკულტეტის პროფესიული სწავლების სტუდენტებს შეხვდნენ

eb367e61-1736-4668-800a-bef10428faf6.jpg

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე კომპანია „კონიკა მინოლტა საქართველოს“ წარმომადგენლები, ბეჭდვითი მედია ტექნოლოგიებისა და გრაფიკული დიზაინის შესრულების პროფესიული პროგრამის სტუდენტებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანს კომპანიის საქმიანობის შესახებ სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება და სტაჟირების პროგრამის შეთავაზება წარმოადგენდა.

„კონიკა მინოლტა“ (Konica Minolta) კომპლექსური ბიზნეს გადაწყვეტილებებისა და მომსახურების ერთ-ერთი ძირითადი მომწოდებელია. ის უზრუნველყოფს ჭკვიანი ოფისის ტექნოლოგიებს, ინფორმაციის ქლაუდის სისტემის მართვას, მობილობასა და IT მომსახურებას. კომპანია არის საბეჭდი დანადგარების მწარმოებელი და მომხმარებელს სთავაზობს ბეჭდვის სფეროში სხვადასხვა გადაწყვეტილებებს.

კომპანიის წარმომადგენლებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს „კონიკა მინოლტას“ საბეჭდი ციფრული პრინტერები, ასლის გადამღებები, მრავალფუნქციური ციფრული მოწყობილობები და მათი უპირატესობები.

სტუდენტებს გააცნეს სერვის ინჟინერიის სტაჟირების პროგრამის პირობები, გამოცდილ ინჟინრებთან მუშაობით როგორ შეიძლება შეიძინო პრობლემების აღმოფხვრის უნარი ბეჭდვის ხარვეზებისა და მაკორექტირებელი ქმედებების განსახორციელებლად, ასევე დაგეგმო კარიერა და გახდე კომპანიის წარმატებული თანამშრომელი.

კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისინი მზად არიან ფაკულტეტთან შემდგომი თანამშრომლობისთვის, რაც თავისთავად საერთო ინტერესების რეალიზებას შეუწყობს ხელს.