სტუ
28/02/2025

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის

PIITT 2025 Information list №1 ENG_page-0001.jpg

24-26 აპრილს, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის, უკრაინაში, ქ. ხმელნიცკის ეროვნული უნივერსიტეტის საინჟინრო, ტრანსპორტისა და არქიტექტურის ფაკულტეტი და სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ატარებს, სახელწოდებით - "საინჟინრო, ტექნოლოგიებისა და ტრანსპორტის განვითარების პრობლემები და ინოვაციები".

შეხვედრები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

კონფერენციის მიზანია სამეცნიერო ცოდნის პოპულარიზაცია, სტუდენტებისა და ასპირანტების სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა, გამოცდილებისა და იდეების გაცვლა, ინტერდისციპლინარული დიალოგის ხელშეწყობა.

კონფერენციის თემები:
  • ინოვაციები მექანიკურ ინჟინერიაში, სამოქალაქო და გარემოსდაცვითი უსაფრთხოება.
  • ტრიბოლოგიური და მასალათმცოდნეობის პრობლემები ინჟინერიასა და ტრანსპორტში.
  • არქიტექტურა და ურბანული მშენებლობა.
  • სასოფლო-სამეურნეო ინჟინერია და სამრეწველო ინჟინერია.
  • კომპიუტერული დამხმარე დიზაინი და კომპიუტერული დამხმარე ინჟინერია.
  • წარმოების ავტომატიზაციის თანამედროვე საშუალებები, მექატრონიკა და რობოტიკა.
  • ენერგიისა და რესურსების დაზოგვის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა.
  • სამრეწველო დარგებში წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები და საშუალებები.
  • საინფორმაციო და საზომი აღჭურვილობა და ტექნოლოგიები.
  • ეკონომიკური გამოწვევები და მენეჯმენტის ინოვაციები ინჟინერიაში, ტექნოლოგიებსა და ტრანსპორტში.
კონფერენციაში მონაწილეობენ პოლონეთის, საბერძნეთის, ლიეტუვას, თურქეთის, ესტონეთის, რუმინეთის, ლიეტუვას, სლოვაკეთის წამყვანი უნივერსიტეტები. კონფერენციის თანაორგანიზატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი.

შეხვედრები ჩატარდება ონლაინ რეჟმში. კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე.
ასევე იხილეთ მიმაგრებული ფაილი.