შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში, ჩვენი ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, ნანა ბაქრაძის მიერ წარდგენილმა საპროექტო განაცხადმა - "ფართოზოლოვანი ანტენების შემუშავების კვლევა, პოლიმერების ლაზერული დასხივებით ფორმირებული ელექტროგამტარი უბნების ახალი მეთოდის საშუალებით, ინდუსტრიაში 4.0 გამოსაყენებლად" გაიმარჯვა და შესაბამისი დაფინანსება მოიპოვა.
გამარჯვებული საპროექტო წინადადების კვლევის ძირითადი მიზანია ფართოზოლოვანი დიაპაზონის ანტენების დამზადების შესაძლებლობის კვლევა პოლიმერული მასალების ზედაპირებზე ფორმირებული ელექტროგამტარი უბნების გამოყენებით, რომელთა ფორმირება განხორციელებული იქნება ლაზერული ზედაპირული მოდიფიცირების მეთოდით და ის სხვადასხვა მეცნიერული შედეგების მიღწევას ისახავს მიზნად.
პროექტში იმუშავებს 5 ძირითადი პერსონალი, აქედან - ორი ახალგაზრდა მეცნიერი; რომლებიც დასაქმებული არიან პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე.