სტუ
14/02/2025

სტუდენტებმა საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციაში TalentDetector2025 მონაწილეობა მიიღეს

31 იანვარს, სილიზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და საკონგრესო ცენტრში, საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია TalentDetector2025 ჩატარდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. 

კონფერენციამ შესაძლებლობა მისცა მონაწილეებს წარედგინათ პროექტები, რომლებიც ხორციელდება სტუდენტური სამეცნიერო კოლეჯების, დოქტორანტების, ასევე პროექტზე ორიენტირებული სწავლების (PBL – Project Based Learning) განხორციელებაზე მომუშავე გუნდების საქმიანობის ფარგლებში „სრულყოფილების ინიციატივა - კვლევითი კოლეჯი“ პროგრამის ფარგლებში სილეზიის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე EURECA-PRO პროექტების, ERASMUS+ პროგრამისა და საერთაშორისო ვიშეგრადის ფონდის ფარგლებში, 182 მონაწილემ ეთიოპიიდან, განადან, საქართველოდან, ირანიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და პოლონეთიდან, წარმოადგინა 95 სამეცნიერო სტატია. კონფერენციის მასალები მონოგრაფიის სახით ორ ტომად გამოქვეყნდა.

კონფერენციის მსვლელობისას TalentDetector2025-ის ჯილდოს ლაურეატი გახდა პროფესორი ევა ტილოვა სლოვაკეთის ჟილინის უნივერსიტეტიდან.
მომდევნო კონფერენცია TalentDetector2025_Summer გაიმართება 2025 წლის ივნისში ბრენში (პოლონეთი). აქვე აღვნიშნავთ რომ აღნიშნულ კონფერენციაში შარშანაც მონაწილეობდნენ ჩვენი სტუდენტები. 

ფაკულტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ფაკულტეტის პროფესორებს რამინ ზუკაკიშვილს, გივი სანაძეს, თეა ბარამაშვილს, ვალერი ჯაჯანიძეს სტუდენტების ხელმძღვანელობისა და საკონფერენციო თემატიკების მომზადების პროცესში მათთვის გაწეული სამეცნიერო ხელმძღვანელობისათვის. ასევე მადლობა სტუდენტებს ლუკა გურასპაშვილს, სამირ ჰაიტამ სამირ აბდელაზიზს, ნინი ბაიდოშვილს, გიორგი მიქიაშვილს უნივერსიტეტის და ფაკულტეტის სახელისა და ავტორიტეტის ღირსეულად წარმოჩენისათვის. 

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ კონფერენციის ორგანიზატორსა და სამეცნიერო ხელმძღვანელს, სილიზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მექანიკის ტექნოლოგიური ფაკულტეტი პროფესორს მიროსლავ ბონეკს ჩვენი სტუდენტებისა და პროფესორ მასწავლებლებისათვის გაწეული მხარდაჭერისათვის.