სტუ
12/02/2025

ქეთევან ურუშაძის გარდაცვალების გამო ფაკულტეტის ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს

43 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ასისტ. პროფესორი ქეთევან ურუშაძე. იგი იყო არაჩვეულებრივი ადამიანი და შესანიშნავი პედაგოგი, რომელმაც მიუხედავად ხანმოკლე ცხოვრებისა, საინჟინრო ლოგისტიკის სფეროში მნიშვნელოვანი კვლევები შეასრულა. 

მას ლოგისტიკის მიმართულებით ცნობილ საერთაშორისო გამოცემებში გამოქვეყნებული აქვს სტატიები და მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო ფორუმში. დიდია მისი წვლილი ლოგისტიკის ქართულ-გერმანული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა და საინჟინრო ლოგისტიკის სპეციალისტთა მომზადებაში. 

მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, მან დაიმკვიდრა განსაკუთრებული უნარებით დაჯილდოებული პედაგოგისა და მკვლევრის სახელი. ის იყო მეგობრული, კოლეგიალური და ყურადღებიანი. ვუსამძიმრებთ მის დედას, და-ძმას, მეგობრებს.