სტუ
06/02/2025

მექანიკის ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებმა საბაკალავრო ნაშრომები დაიცვეს

2024 წლის 31 იანვარს, სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის მექანიკის ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებმა საბაკალავრო ნაშრომები წარმატებით დაიცვეს. 

აღნიშნული პროგრამა წელს წარმატებულად ოთხმა სტუდენტმა დაასრულა:

  • აიოუბ პატრიცია (ლიბანი)
  • იოუსუფ გოლამ მოსტაფა (ქუვეითი)
  • ლაკიდუ ადიკარი (შრი-ლანკა)
  • აჰმედ ესმათ აბდელაზიზ ჰასსანი (ეგვიპტე)
წარმოდგენილი ნაშრომები თანამედროვე ტექნოლოგიების აქტუალურ საკითხებს ეხებოდა და საგამოცდო კომისიის მაღალი შეფასება დაიმსახურა.

სტუდენტების ხელმძღვანელებმა და რეცენზენტებმა ხაზგასმით აღნიშნეს ნაშრომების მაღალი ხარისხი და სტუდენტების მიერ გამოვლენილი ცოდნა და კომპეტენცია.

9e9bbf1e-060e-42ca-8411-4a61aa6d7292.jpg

საბაკალავრო ნაშრომების დაცვის დასრულების შემდეგ, ფაკულტეტის ადმინისტრაციამ და პროფესორ-მასწავლებლებმა სტუდენტებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს. ტრადიციულად, გაიმართა ქუდების სროლის ცერემონია, რომელმაც საერთო ემოციური ფონი კიდევ უფრო აამაღლა.

სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო თანამშრომლობას, აქტიურად უჭერს მხარს ინგლისურენოვან პროგრამას და შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს სტუდენტთა ჩართულობას საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.

თავის მხრივ გვჯერა რომ უცხოელი სტუდენტების წარმატება ხელს უწყობს არა მარტო ფაკულტეტის, არამედ მთლიანად ქვეყნის განათლების სისტემის განვითარებასა და პოპულარიზაციას.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას მაგისტრატურაში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. მათი ცოდნა და კვალიფიკაცია მოთხოვნადია საერთაშორისო შრომის ბაზარზე.