“კატარის ავიახაზების” წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ
11 დეკემბერს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე კომპანია “კატარის ავიახაზების” წარმომადგენლები სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანს კომპანიის შესახებ ინფორმაციის გაზიარება და სტუდენტური კლუბის პროგრამის გაცნობა წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ “კატარის ავიახაზების” სტუდენტური კლუბის პროგრამის იდეა, სტუდენტებისათვის გარკვეულ შეღავათებსა და უპირატესობებს გულისხმობს.
შეხვედრა ძალიან საინტერესო, მრავალფეროვან და ინფორმაციულად დატვირთულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებისათვის ჩატარდა ონლაინ გათამაშებაც, სადაც სიმბოლურად “კატარის ავიახაზების” ბოინგ 777 მოდელი გათამაშდა. ასევე, კომპანიამ შეხვედრის ყველა მონაწილეს, ბრენდირებული სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
“კატარის ავიახაზები” - კატარის სახელმწიფოს ოფიციალური ავიაკომპანიაა, რომელიც 1993 წელს დაარსდა, ფრენები კი, 1994 წლის 20 იანვრიდან დაიწყო. ამჟამად, კომპანია ხუთ კონტინენტს ემსახურება და ერთმანეთთან, 150-მდე მიმართულებას აკავშირებს. კომპანია ფრენას უახლესი მოდელის თვითმფრინავებით ახორციელებს. ავიაკომპანიის მთავარი ოფისი ქალაქ დოჰაში მდებარეობს.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.