29/11/2024
,,მენეჯმენტი ინჟინრებისთვის" - ფაკულტეტი ტრენინგ-კურსს მასპინძლობს
25 ნოემბრიდან, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი ტრენინგ-კურსის საპილოტე სერიას „მენეჯმენტი ინჟინრებისთვის" მასპინძლობს. სასწავლო კურსი, რომელიც „ფიქრის ლაბორატორიაში“ იმართება, პარტნიორი ბიზნეს-ორგანიზაციების საშუალო და ქვედა რგოლის მენეჯერები მონაწილეობენ.
ტრენინგ-კურსი სტუ-ის პროექტის „კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისათვის საინჟინრო განათლებაში -"Reinnova"-ს ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კილის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით ხორციელდება.
კურსი დაყოფილია 3 ეტაპად და მოიცავს როგორც მენეჯმენტის სხვადასხვა თემების თეორიულ განხილვას, ასევე, პრაქტიკულ აქტივობებსა და ქეისებზე მუშაობას.
ტრენინგ-კურსს 6 სხვადასხვა ბიზნეს ორგანიზაციის, კერძოდ, კომპანიების: „მშენებელი 80“; "ავტობანი“; „Progress Project”; „ფორსი“; „Lion Trans“ და „გრინვეი საქართველო“ წარმომადგენელი ესწრებიან.
კურსი „მენეჯმენტი ინჟინრებისთვის" ბიზნეს სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების მიზნით შეიქმნა. ის ფოკუსირებულია იმ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებზე, რომლებიც ახალი პროდუქტის, პროცესის ან სერვისის შექმნაზე ფიქრობენ ან შექმნის პროცესში არიან.
ტრენინგ-კურსი პროექტის სამოქმედო გეგმის ფარგლებშია შექმნილი და ითვალისწინებს სტუ-ის აკადემიური პერსონალის ჩართულობით მოკლე საპილოტე სატრენინგო კურსების ბიზნესისათვის პლატფორმა „ReInnova.gtu.ge” ეგიდით პერიოდულ შეთავაზებას და ამ მხრივ საუკეთესო ბრიტანული პრაქტიკის დანერგვას.
გარდა ამისა, დაგეგმილია საწარმოო ბიზნესისათვის მომავალში მდგრადი თანამშრომლობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა ინოვაციური საგანმანათლებლო პროდუქტების მომზადება და შეთავაზება, ვინაიდან სამომავლო გრძელვადიანი თანამშრომლობის კონტექსტში შესაძლებელი გახდეს ბიზნესსა და საგანმანათლებლო დაწესებულებას (სტუ) შორის ორმხრივი ინტერესების გათვალისწინება.
"Reinnova", არის საგრანტო განაცხადის საფუძველზე დაფინანსებული პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველო კონკურენტული ინოვაციის ფონდი (CIF) დაფინანსებით და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის პარტნიორია კილის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი).
პროექტს კოორდინაციას უწევს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი, ხოლო პროექტი უშუალოდ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის და სამშენებლო ფაკულტეტებზე ხორციელდება.