19 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის და სამშენებლო ფაკულტეტებს, კომპანია „დაიკინი“-ს რეგიონული ოფისის წარმომადგენლები - საექსპორტო გაყიდვების ინჟინერი ბერნა მილეკი, პროდუქტის მარკეტინგის უფროსი ინჟინერი ემირფან არდანჰანოგლუ და ტექნიკური მენეჯერი მაქსიმ მიხაილიჩენკო ესტუმრნენ.
შეხვედრას საქართველოს მაცივარ აგენტების რეციკლირების ცენტრის, სამშენებლო ფაკულტეტის, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის საინჟინრო მომსახურების ცენტრის თანამშრომლები და სტუდენტები ესწრებოდნენ, ასევე, კომპანიების ,,ეარ-ტოპის" და “ბაუმერის“ წარმომადგენლები.
კომპანია “დაიკინი“ კონცენტრირებულია უახლეს ტექნოლოგიებზე, პროდუქტებსა და გადაწყვეტებზე გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების (HVAC) სფეროში. შეხვედრაზე განიხილეს დარგის სიახლეები, ინოვაციები და ლიდერობის მიზეზები; ყურადღება გამახვილდა თბურ ტუმბოებზე და სხვა ტექნოლოგიებზე.
შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. კომპანიების მენეჯმენტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისინი მზად არიან უნივერსიტეტთან შემდგომი თანამშრომლობისთვის.
მადლობას ვუხდით კომპანიების ,,ეარ-ტოპის", “ბაუმერის“ და „დაიკინის“ რეგიონული ოფისის წარმომადგენლებს საინტერესო შეხვედრისათვის.
ფაკულტეტის ადმინისტრაცია სტუდენტზე ორიენტირებული მსგავსი აქტივობების მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.