სტუ
18/11/2024

ფაკულტეტზე კალათბურთში შიდა ჩემპიონატი ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სპორტულ დარბაზში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებს შორის, 3X3 კალათბურთში შიდა ჩემპიონატი ჩატარდა.

შეჯიბრი ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობდა, სადაც 8 გუნდი და ჯამში 20-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა.

გამარჯვებულებს მედლები და სახელობითი სიგელები გადაეცათ.

გამოვლინდნენ ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებიც, რომლებიც შემდგომში მონაწილეობას უნივერსიტეტის ნაკრების შემადგენლობაში მოხვედრის შემთხვევაში, ასპარეზს საუნივერსიტეტო დონეზე განაგრძობენ. 

წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს სტუდენტებს. ფაკულტეტზე მსგავსი სპორტული აქტივობები შემდგომშიც გაგრძელდება და შემდეგი შეჯიბრი ფრენბურთში ჩატარდება.