სტუ
14/11/2024

უზბეკი პროფესორის სტუმრობა ფაკულტეტზე

7 ნოემბერს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის „სარკინიგზო ტრანსპორტის“ №502 აკადემიურ დეპარტამენტში, სტუმრად იმყოფებოდა უზბეკი მეცნიერი, ტაშკენტის სახელმწიფო სატრანსპორტო უნივერსიტეტის „ვაგონები და სავაგონო მეურნეობის“ კათედრის გამგე, პროფესორი რუსლან ვიაჩესლავის ძე რახიმოვი. 

უზბეკ კოლეგას, სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა ავთანდილ შარვაშიძემ უმასპინძლა.

საქმიანი შეხვედრის შემდეგ, სტუმარმა ბაკალავრიატის „ტრანსპორტის" საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის ლექცია ჩაატარა თემაზე: „სარკინიგზო ტრანსპორტის თანამედროვე გლობალური გამოწვევები“, ასევე, ფაკულტეტის დეკანის მოადგილესთან, პროფესორ გიორგი აბრამიშვილთან, საქმიანი შეხვედრა გაიმართა, სადაც შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისათვის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. 

აღსანიშნავია, რომ უზბეკი პროფესორის ვიზიტი ფაკულტეტზე ძალიან პოზიტიური იყო.

საქმიანი საუბრები შეეხებოდა სტუდენტთა მონაწილეობას გაცვლით პროგრამებში, პედაგოგების მობილობას, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობას და სხვა სახის აკადემიურ თანამშრომლობას.