5 ოქტომბერს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებს, კომპანია “ავტობანის” დამფუძნებელი და ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ბაკურ ხუნდაძე შეხვდა.
შეხვედრის მიზანს, კომპანია “ავტობანის” და ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის მუშაობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება წარმოადგენდა.
ბაკურ ხუნდაძე სტუდენტებს კომპანიის დაფუძნების ისტორიაზე, საწარმოო პროცესზე, გაყიდვების სამსახურის, სასაწყობე სივრცის, ავტომობილების სარემონტო სერვისის და ნარჩენების შემგროვებელი საცავის მუშაობის პრინციპებზე ესაუბრა, ასევე, თუ როგორ ახორციელებს ნარჩენების მართვის ბიზნესს ასოციაცია - ნარჩენი ზეთების, საბურავებისა და აკუმულატორების მართვის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კოლექტიური ორგანიზაციის ფუნქციებს.
სტუდენტებმა საინტერესო ინფორმაცია მიიღეს გარემოს დაცვის და სხვადასხვა ნარჩენის შეგროვება-გადამუშავების საკითხების შესახებ.