„მერსედეს-ბენცი საქართველო“-ში საწარმოო-პრაქტიკული ტური ჩატარდა
31 ოქტომბერს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები „მერსედეს-ბენცი საქართველო“-ს, სტუმრობდნენ. ვიზიტის მიზანს სტუდენტებისთვის კომპანიის შესახებ ინფორმაციის გაზიარება, შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავება და სტაჟირების პროგრამის შეთავაზება წარმოადგენდა.
შეხვედრა ძალიან საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა, რომელიც დატვირთულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა სრულად დაათვალიერეს კომპანიის სერვის ცენტრი, კომპანიის სასაწყობო მეურნეობა და საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი მანქანების სადემონსტრაციო მოდელები.
კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს თუ როგორ ხდება, საბაზისო მოდელებიდან სასურველ კომპლექტაციამდე მანქანის მოდელის შეკვეთა და შესაბამისად ფასების შესაძლო ცვლილება ავტომობილის კომპლექტაციის მიხედვით.
შეხვედრის დასასრულს კომპანიის წარმომადგენლებმა პროგრამა Mentimeter-ის აპლიკაციით მცირე გამოკითხვა ჩაატარეს და გამარჯვებულ სტუდენტს სპეციალური პრიზი გადასცეს.
„მერსედეს-ბენცი საქართველო“ 1993 წელს დაარსდა და წარმოადგენს სს „მერსედეს-ბენცი ჯგუფი“-ს და სს „დაიმლერ თრაქ“-ის გენერალურ დისტრიბუტორს საქართველოში.
მერსედეს-ბენცი გერმანული ავტოგიგანტის - „დაიმლერის ავტოკორპორაციის“ (Daimler AG) ლეგენდარული ბრენდია.
ამაჟამად, მერსედეს-ბენცის სამარკო ნიშნით მზადდება ფართო არეალის დანიშნულების ტრანსპორტი: სამგზავრო მსუბუქი ავტომობილები, სამგზავრო/სამხედრო მსუბუქი ყველგანმავალი ავტომობილები, სატვირთო ავტომობილები, ავტობუსები, მინი-ვენები და ა.შ.
კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისინი მზად არიან ფაკულტეტთან შემდგომი თანამშრომლობისთვის, რაც თავისთავად საერთო ინტერესების რეალიზებას შეუწყობს ხელს.
მადლობას ვუხდით კომპანია „მერსედეს-ბენცი საქართველო“- ს დირექტორატს საინტერესო შეხვედრის ორგანიზებისათვის.
ჩვენ ზუსტად ვიცით რომ სტუდენტზე ორიენტირებული მსგავსი მხარდამჭერი აქტივობები ყოველთვის შედეგის მომტანია და პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.