სტუ
31/10/2024

კომპანია ,,გრინვეი” -ს წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ

0.jpg

30 ოქტომბერს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის, ბაკალავრიატისა და პროფესიული სწავლების სტუდენტებთან, კომპანია “გრინვეი”-ს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მიზანს კომპანიის შესახებ ინფორმაციის გაზიარება, მათთვის სტაჟირებისა და შემდგომში დასაქმების შეთავაზება წარმოადგენდა.

კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს შემეცნებითი და სასწავლო ვიდეო გაკვეთილების საშუალებით გააცნეს კომპანიის საქმიანობა და პროექტი „გრინვეი აკადემია”, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე სტანდარტების ტრენინგ-ცენტრს, რომლის სამუშაო პროცესშიც შემუშავდა სასწავლო მოდულები, ასევე, ინფორმაცია სტუდენტებს დაეხმარება ახალი პროფესიის, "ავტომობილების ტექნიკური ინსპექტორის", გაძლიერებას. 

 პროექტი ხელს შეუწყობს ტექინსპექტირების რეფორმის განმტკიცებასა და ერთიანი სტანდარტების დანერგვას, ყველა მომავალი თუ უკვე არსებული ინსპექტორისთვის. პროექტი USAID-სა და „გრინვეი საქართველოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. 

“გრინვეი” თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით. “გრინვეი საქართველო”, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია ზრუნავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ტექინსპექტირებაზე, არის ინოვაციური და მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებაზე ორიენტირებული. ნერგავს ევროპულ სტანდარტებს და ღირებულებებს ინდუსტრიაში. 

აქვე შეგახსენებთ, რომ გრინვეისთან, როგორც ფაკულტეტის დარგობრივი პროფილის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიასთან, დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და მომავალშიც იგეგმება სხვა არა ერთი აქტივობა და ღონისძიება, რაც დარწმუნებულები ვართ დამატებით შესაძლებლობას მოგვცემს, ბიზნესის ჩართულობით ფაკულტეტზე გავაძლიეროთ სწავლა-სწავლების პროცესი, რათა ჩვენი სტუდენტები და კურსდამთავრებულები მომავალში დასაქმდნენ დარგის პროფილითა და კვალიფიკაციების მიხედვით.