სტუ
23/10/2024

სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საყურადღებოდ

24 ოქტომბერს, 13:00 საათზე, სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ინიციატივით, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, Erasmus+ KA107 გაცვლითი საერთაშორისო კრედიტ-მობილობის (International Credit Mobility – ICM) პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების შესახებ, საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება. 

სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებით დაინტერესებული არიან, შეუძლიათ დაესწრონ შეხვედრას და კომპეტენტური პირებისაგან მიიღონ შესაბამისი ამომწურავი ინფორმაცია. 

შეხვედრა გაიმართება: სტუ; კორპუსი I; აუდიტორია 553 („ავტოტექნოს“ სასწავლო ცენტრი).