სტუ
20/10/2024

მილოცვა ასოცირებულ პროფესორ რომან მორჩილაძეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაცია და №502 „სარკინიგზო ტრანსპორტი“-ს დეპარტამენტი, ასოცირებულ პროფესორ რომან მორჩილაძეს გულითადად ულოცავს 75 წლის იუბილეს (20 ოქტომბერი 1949 წ), უსურვებს ჯანმრთელობას, მხნეობას და ნაყოფიერ სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას.

ბატონ რომანს აქვს უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება და პედაგოგიური სტაჟი, რომელიც არის უმაღლესი კატეგორიის პროფესიონალი და თავისი საქმის უბადლო მცოდნე პიროვნება, იგი სს „საქართველოს რკინიგზაზე“ იკავებდა მთელ რიგ ხელმძღვანელ თანამდებობებს (სავაგონო დეპოს მთავარი ინჟინერი და შემდგომ მისი უფროსი, მოძრაობის უსაფრთხოების გენერალური ინსპექტორი, სავაგონო დეპარტამენტის უფროსი და ა.შ). 

ბატონი რომანი სტუ-ში ოთხი ათეული წლის განმავლობაში მოღვაწეობს დოცენტის და ასოცირებული პროფესორის თანამდებობებზე, არის სახელმძღვანელოების, დამხმარე სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებებისა და მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი. 

მისი ხელმძღვანელობით დაცულია არაერთი სამაგისტრო და სადისერტაციო ნაშრომი. მას მიჰყავს სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულებით საკვანძო სასწავლო კურსები და ხელმძღვანელობს სტუდენტებს საბაკალავრო ნაშრომების მომზადებაში.

ბატონ რომანს, ვუსურვებთ დიდხანს სიცოცხლეს და ყველაფერ საუკეთესოს პირად ცხოვრებაში.