საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ფარმაცევტული კომპანიის - „ჯი ემ ფარმასიუთიქალი“, საწარმოო პროცესს გაეცნენ. გასვლით ექსკურსია-სემინარში მონაწილეობა ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებმა.
ექსკურსია-სემინარი სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის, კარიერული განვითარების განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა და მასში, სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობდნენ: სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების უფროსი, პროფესორი ნატო ქათამაძე, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლიანა თარგამაძე, ამავე ფაკულტეტის ფარმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ ცინცაძე და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის, მექანიკის ინჟინერიის პროგრამის მასწავლებელი მაკა ქაშიბაძე.