სტუ
11/10/2024

სტუდენტთა შემდგომი დასაქმების შესაძლებლობებზე შეხვედრა გაიმართა

1 (3).jpeg

11 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის და ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტების სტუდენტებს, ყაზახური კომპანია “GAMMA D'ORO”-ს წარმომადგენლები შეხვდნენ. 

“GAMMA D'ORO” ყაზახური საინვესტიციო ჯგუფის მიერ შექმნილი კომპანიაა, რომელიც საქართველოში, “გლდანის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში”, პარფიუმერული პროდუქციის საწარმოს აშენებს და სტუდენტთა დასაქმებით არის დაინტერესებული. კერძოდ კომპანია ამ ეტაპზე "ქიმიური ტექნოლოგიების" "მექანიკის ინჟინერიის" "ლოგისტიკისა" და "ბიზნესის ადმინისტრირების" სპეციალობის სტუდენტებისათვის, აცხადებს სტაჟირების, ანაზღაურებად პროგრამას, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. 

შეხვედრაზე, საქართველოში კომპანია “GAMMA D'ORO”-ის დირექტორმა, ბატონმა ერნარ ამანგელდიევმა სტუდენტებს კომპანიის შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა და კომპანიაში მათი შემდგომი დასაქმების, კარიერული ზრდის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე ესაუბრა, ასევე, აუდიტორიის მხრიდან დასმულ შეკითხვებს, ამომწურავად უპასუხა. 

მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრას “ყაზახეთ-საქართველოს ეკონომიკური კავშირის თავმჯდომარე” და ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში, ბატონი გიორგი ჯახუტაშვილი ესწრებოდა, რომელმაც სტუდენტებს საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ყაზახური ინვესტიციების მნიშვნელობასა და ამ ინვესტიციებით შექმნილ კომპანიებში, დასაქმების არსებულ შესაძლებლობებზე ვრცლად ესაუბრა. 

აღსანიშნავია, რომ „ყაზახეთ-საქართველოს ეკონომიკური კავშირი“, ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის მეგობრული და საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას და ბიზნეს კავშირების განვითარების ხელშეწყობით არის დაკავებული.

შეხვედრა ერთობლივად, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის და ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტების ადმინისტრაციების მხრიდან იყო ორგანიზებული.

მსგავსი შეხვედრები, ზრდის სტუდენტთა კვალიფიციურ სამუშაო ადგილებზე დასაქმების შესაძლებლობებს და აუმჯობესებს საგანმანათლებლო ინსტიტუციებსა და ბიზნეს შორის კავშირებს. შეხვედრაზე აღინიშნა რომ მსგავსი შეხვედრები, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.