ასოცირებული პროფესორი ნანა ბაქრაძის ვიზიტი ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტში
11-18 სექტემბერს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნანა ბაქრაძე, ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტში (LJMU), სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში დაფინანსებული პროექტის FR-22-6966 ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის მონაწილეობით, საგრანტო პროექტით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები განხორციელდა.
შეხვედრები ახალი სამეცნიერო კავშირების დასამყარებლად ჩატარდა. პროექტის მონაწილეები და LJMU -ს პროფესორები მოხსენებებით წარდგნენ საზოგადოების წინაშე, სადაც საკუთარი კვლევითი მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ვიზიტის ფარგლებში უცხოელ კოლეგებთან განხილული იყო პროექტის შედეგები, დაიგეგმა შემდგომი კვლევების მიმართულება, ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაციების თემატიკა, დაისახა მომავალში საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გეგმა.
მსგავსი ვიზიტები მნიშვნელოვანია, ვინაიდან ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციის მასშტაბებს ზრდის და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მეტ შესაძლებლობას იძლევა.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად..
თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ,“ თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.