სტუ
10/10/2024

პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ შეხვედრა გაიმართა

8 ოქტომბერს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის წარმომადგენლები პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერს ნინო ომანაძეს შეხვდნენ. 

შეხვედრაზე მონაწილეებს, კერძოდ კი, მენეჯერის სამსახურისა და სასწავლო პროცესების მართვის განყოფილების თანამშრომლებს, პერსონალური ინფორმაციების კატეგორიები, ტერმინები და ამ კანონის მოქმედების მიზანი და მოქმედების სფეროები გააცნო. საუბარი, ასევე, შეეხო მონაცემთა დამუშავებასა და დაცვასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს. 

შეგახსენებთ, რომ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონის მიზანია პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებების, დაცვა.

კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე მონაცემთა ავტომატური საშუალებებით დამუშავებასა და ნახევრად ავტომატური საშუალებებით დამუშავებაზე, იმ მონაცემთა არაავტომატური საშუალებებით დამუშავებაზე, რომლებიც ფაილური სისტემის ნაწილია ან ფაილურ სისტემაში შესატანად მუშავდება, აგრეთვე საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მონაცემთა საქართველოში არსებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით დამუშავებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტექნიკური საშუალებები მხოლოდ მონაცემთა ტრანზიტისთვის გამოიყენება.

მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, ვინაიდან ზრდის თანამშრომელთა ინფორმირების ხარისხს და საქმიანობის ეფექტურობას.