სტუ
07/10/2024

ინოვაციური კომპანია “ესკოს”-ის წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ

2 (2).jpg


 2 ოქტომბერს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს შპს ესკოს-ის წარმომადგენლები ეწვივნენ. კომპანია, საქართველოში ინოვაციური, ავტომატურად მართვადი ჰიბრიდული ენერგოსისტემების წარმოებას, მონტაჟს და მომსახურებას ახორციელებს. 

კომპანიის წარმომადგენლები ფაკულტეტის სტუდენტებს განახლებადი უწყვეტი ენერგიის კონტეინერირებული ელექტროსადგურების შესახებ ესაუბრნენ, რომლებიც უწყვეტ ენერგომომარაგებას სთავაზობენ მომხმარებლებს სხვადასხვა ინდუსტრიაში.

გარდა ამისა, გააცნეს პროექტი, რომლის მიზანია კონტეინერიზებული სისტემების ქსელის მუშაობის მონიტორინგის, ასევე მომსახურების მართვის ქსელის მოწყობა (სადისპეტჩერო ცენტრისა და საკონსტრუქტორო ბიუროს ორგანიზება) და შესთავაზეს სტაჟირება უფასო გადამზადება, ამავდროულად გადაამზადებს პროგრამის განმახორციელებელ, განახლებად ენერგო წყაროებზე ოპერირებული, კონტეინიზირებული სისტემების ოპერატორებსა და მემონტაჟეებს. 

კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მზად არიან ფაკულტეტთან შემდგომი აქტიური თანამშრომლობისთვის, უახლოეს მომავალში სტუდენტებს საწარმოო ტურის ფარგლებში უმასპინძლებენ და ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.