სტუ
04/10/2024

სწავლება მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოებაში

1 (4).jpg


26-27 სექტემბერს, სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ხელშეწყობით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, ჩატარდა ორდღიანი სწავლება მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოებაში 3კგ და მეტი მაცივარაგენტის შემცველი მოწყობილობების მფლობელთათვის და მომსახურე პირთათვის. 

აღნიშნული ელექტრონული სისტემა 1 იანვრიდან ამოქმედდა, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, მის წარმოებაში სასწავლო სემინარების ჩატარება უაღრესად მნიშვნელოვანია.

ის პირები, ვინც საქართველოს კანონმდებლობით ანგარიშვალდებულნი არიან მაცივარაგენტის მოხმარებაზე, დეტალურად უნდა იცნობდნენ მაცივარაგენტის მართვის ელექტრონულ სისტემას და უშეცდომოთ შეჰქონდეთ მასში აუცილებელი მონაცემები.

აღსანიშნავია, რომ ამ სასწავლო სემინარებს, წინ უსწრებდა საინფორმაციო შეხვედრა სამაცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სექტორში მოღვაწე სერტიფიცირებულ კომპანიებთან და მაცივარაგენტის შემცველი მოწყობილობების მფლობელებთან, რომელზეც გამოიკვეთა სასწავლო სემინარების ჩატარების აუცილებლობა.

თითოეულ სემინარს დაესწრო 15-15 მონაწილე. დღის წესრიგი მოიცავდა ლექციას ზემოხსენებულ სექტორთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე და ლექცია-პრაქტიკულ მეცადინეობას მაცივარაგენტის მართვის ელექტრონული სისტემის წარმოებაში. 

სასწავლო სემინარები აქტიურ და ნაყოფიერ გარემოში წარიმართა, რაც დისკუსიებში მონაწილეთა აქტიურობით გამოიხატა. 

სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტისა და გაეროს განვითარების პროგრამის მჭიდრო თანამშრომლობა, მომავალშიც გაგრძელდება და უკვე დაგეგმილია, ანალოგიური სასწავლო სემინარები 30 მსმენელისთვის ნოემბერში.