სტუ
27/09/2024

ფაკულტეტმა ახალგაზრდა მეცნიერთა ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

2024 წლის 26 სექტემბერს ქალაქ გორმა უმასპინძლა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებას "ახალგაზრდა მეცნიერთა ფესტივალი - ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის“, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის, მათ შორის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სამეცნიერო და პრაქტიკული კვლევის შედეგები, საექსპონატო ნიმუშები, პატენტები, მაკეტები და სხვა.

ასევე მოეწყო საგანმანათლებლო პროგრამები პრეზენტაციები. 

მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან ამით იზრდება საუნივერსიტეტო შრომებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ცნობადობა და კარგი შესაძლებლობაა საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიღწევების ფართო პოპულარიზაციისათვის.