ფაკულტეტის სტუდენტები სტუ-ის Fab Lab-ს სტუმრობდნენ
სატრანსპორტოს სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები სტუ-ის სამეცნიერო ინოვაციების ლაბორატორია Fab Lab-ის საინფორმაციო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. ლაბორატორიის ხელმძღვანელმა სტუდენტებს გააცნო Fab Lab-ის ფუნქციონირების მიზნები, დასრულებული და მიმდინარე პროექტები, რომლებიც სტუდენტებთან თანამშრომლობით იქმნება. ადგილზე წარმოდგენილი იყო შემოქმედებითი და მეწარმეობრივი მიზნით შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც საინტერესოა როგორც პროფესიული ცოდნისა და კრეატიულობის სინთეზით, ისე მარტივი ორიგინალური იდეებით.
აღსანიშნავია რომ სტუ-ში არსებობს სივრცეები, რომელიც აღჭურვილია უნიკალური შესაძლებლობებითა და მაღალტექნოლოგიური დანადგარებით. აქ შესაძლებელია იდეების ხორცშესხმა და ციფრული ფაბრიკაცია.
სწორედ ასეთია ფაბლაბი, სადაც ყველაფერი ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს უკავშირდება, ხდება ახალგაზრდა ინოვატორთა შეკრება, ახალი იდეების გენერირება, მათი სრულყოფა და რეალიზება; შესაძლებელია მცირე წარმოების ამოქმედებაც კი.
Fab Lab, იგივე ბიზნესინკუბატორი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არის ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი, რომელიც სამეწარმეო და ინოვაციური იდეების ხორცშესხმის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს. მისით სარგებლობა ხელმისაწვდომია ნებისმიერი სტუდენტისთვის, ვისაც აქვს სამეწარმეო და ინოვაციური იდეები და სურს, ეს იდეები რეალურ ბიზნესპროექტებად აქციოს.
ჩვენი ფაკულტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტში არსებობს Fab Lab, ვინაიდან ჩვენს ფაკულტეტზე ექსკლუზიურად ისწავლება „სამეწარმეო ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის“ საბაკალავრო პროგრამა, რომლის წარმატებული ფუნქციონირებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს და პედაგოგებს აქვთ წვდომა მსგავს შესაძლებლობებთან.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.