სტუ
25/09/2024

ექსკურსიები სტუდენტებისათვის

21-22 სექტემბერს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პირველკურსელი სტუდენტებისთვის უფლისციხის ისტორიულ მუზეუმსა და ანანურის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში შემეცნებითი ხასიათის ექსკურსია გაიმართა.

ექსკურსიების შემდეგ ისტორიული ძეგლების მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო პიკნიკი და გაიმართა სპორტული და გასართობი აქტივობები.

უნდა ითქვას, რომ ასეთი ღონისძიებები ყოველწლიურად იმართება და ის სტუდენტებისთვის სრულიად უფასოა.

მსგავსი სახის სოციალური პროექტები ხელს უწყობს ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი და მეგობრული კომუნიკაციის ჩამოყალიბებას, ზრდის მათში თვითშემეცნების უნარს და ეხმარება მსოფლმხედველობის განვითარებაში.

ექსკურსიები ორგანიზებული იყო სტუდენტური სერვისების ადმინისტრაციისა და თვითმმართველობის მიერ ერთობლივად, სტუ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერით.