სტუ
20/09/2024

პროფესორ ოთარ გელაშვილის ხსოვნას

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართულმა სამეცნიერო-საინჟინრო საზოგადოებამ დიდი დანაკლისი განიცადა.

ერთი წლის წინათ, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა ფაკულტეტის ყოფილი დეკანი, საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ გელაშვილი.

ბატონი ოთარი ათეული წლები თავდადებით და ერთგულად ემსახურა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მის სახელოვან ტრადიციებს.

ოთარ გელაშვილის სახელი დიდხანს იცოცხლებს იმ ადამიანების მოგონებებში, ვისთანაც უმუშავია, ვინც აღუზრდია. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პროფესორ ოთარ გელაშვილის გარდაცვალების გამო და კიდევ ერთხელ თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს.