ძვირფასო პირველკურსელებო, გილოცავთ სტუდენტობას! თქვენ გახდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუკუნოვანი ისტორიის მქონე, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები.
ფაკულტეტი ახალ სასწავლო წელს არაერთი სიახლით ხვდება.
2024-2025 სასწავლო წელს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია არაერთი ღონისძიება და აქტივობა, რომელიც დარწმუნებულები ვართ, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს სასწავლო გარემოს და საუნივერსიტეტო ცხოვრებას ჩვენი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის;
16 სექტემბერს, 12:00 საათზე, 695 აუდიტორიაში ფაკულტეტის ადმინისტრაციას პირველკურსელებთან დაგეგმილი აქვს საინფორმაციო შეხვედრა.
გთხოვთ მობრძანდეთ.