12-14 ნოემბერს, ჩინეთის საავტომობილო ინჟინერთა საზოგადოება, ქალაქ ჩონკინგიში (ჩინეთი)ჩინეთის საავტომობილო ინჟინერთა საზოგადოების 31-ე კონგრესს ატარებს და გამოფენას, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პლატფორმა ინდუსტრიის პრაქტიკოსებისთვის, აკადემიკოსებისთვის, მკვლევრებისთვის, პოლიტიკის შემქმნელებისთვის და სტუდენტებისთვის.
ღონისძიების მიზანია, იდეების გაცვლა და მოსაზრებების გაზიარება, რათა გააზიარონ კვლევის შედეგები და გამოცდილება. მოსალოდნელია, რომ კონგრესს დაესწრება და გამოფენას ეწვევა 500-ზე მეტი მაღალი დონის მომხსენებელი და 5000 პროფესიონალი. კონგრესის პარალელურად ჩატარდება გამოფენა, სადაც აჩვენებენ ახალ პროდუქტებსა და ტექნოლოგიებს.
ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მეცნიერებს შორის საავტომობილო დარგთან დაკავშირებულ სფეროებში ურთიერთქმედების ხელშეწყობისთვის, სპეციალურად შექმნილია "გლობალური ახალგაზრდა მეცნიერის პროგრამა - SAECCE 2024" . დაგეგმილია შეირჩეს 20-მდე ახალგაზრდა მეცნიერი რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა ამავე ორგანიზაციის სრული ფინანსური მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ ფორუმში.
ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ (დანართი 1).
აპლიკაცია ღიაა ონლაინ https://forms.gle/YNTw1xe5AFfdkmAD7 31 აგვისტომდე რეგისტრაციის შემდეგ მიღებული განაცხადები განიხილება ასოციაციის მიერ.
ჩინეთის ავტომობილების ინჟინერთა საზოგადოება (China-SAE) არის ეროვნული არაკომერციული აკადემიური ორგანიზაცია, რომელსაც მხარს უჭერენ საწარმოები, ინსტიტუტები და ინჟინრები საავტომობილო და მასთან დაკავშირებული მრეწველობის სფეროებში http://www.sae-china.org/ .
ის ასევე არის FISITA-ს წევრი საზოგადოება, ასევე აზიის წყნარი ოკეანის საავტომობილო ინჟინერიის კონფერენციის (APAC) ერთ-ერთი ინიციატორი. თავისი 60 წლის ისტორიის მანძილზე China-SAE ფართოდ არის აღიარებული ინდუსტრიის მიერ.
ამჟამად ორგანიზაციაში ფუნქციონირებს 50-ზე მეტი ფილიალი და წარმომადგენლობა.
China-SAE არის მთავარი მამოძრავებელი ძალა ახალი იდეების გავრცელებისთვის, ახალი ტექნოლოგიების გაცვლისა და ახალი კონცეფციების პოპულარიზაციისთვის ჩინეთში, ასევე მნიშვნელოვანი ხიდი საავტომობილო საინჟინრო კომუნიკაციებისთვის ჩინეთსა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის.