სტუ
01/08/2024

ფაკულტეტზე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პტი) ცენტრის ტექნიკური პერსონალის საწყისი და განმეორებითი ტრენინგპროგრამები ხორციელდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის, ,,სატრანსპორტო სისტემების სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ცენტრის“ შემადგენლობაში შემავალი -„პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოში“, რომელიც სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი“-ის მიერ აკრედიტებული სტრუქტურული ერთეულია, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პტი) ცენტრის ტექნიკური პერსონალის საწყისი და განმეორებითი ტრენინგპროგრამები დაინერგა.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ტექნიკური პერსონალის მიმართ #511 რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შორის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა საწყისი და განმეორებითი ტრენინგების გავლა.
 
ამ მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის, ,,სატრანსპორტო სისტემების სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ცენტრის“ პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოში დამუშავებულია სასწავლო პროგრამები, რომლებიც უშუალოდ მორგებულია პტი ცენტრის ტექნიკური პერსონალის მომზადება/გადამზადების მოთხოვნებზე, რომელიც განისაზღვრება #511 რეგლამენტის საფუძველზე.

პტი ცენტრის ტექნიკური პერსონალის მომზადების პროგრამა (საწყისი ტრენინგი) შეადგენს 120 საათს და სწავლების ხანგრძლივობად განსაზღვრულია 15 დღე, ხოლო გადამზადების პროგრამის (განმეორებითი ტრენინგი) შეადგენ 40 საათს, სწავლების ხანგრძლივობა კი განსაზღვრულია 5 დღე.

საწყისი და განმეორებითი ტრენინგი გრაფიკი განისაზღვრება მსმენელთა მოთხოვნის შესაბამისად და იქნება შეძლებისდაგვარად მათზე მორგებული. სწავლებას განახორციელებენ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები.

საწყისი და განმეორებითი ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი მოწმობა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის, ,,სატრანსპორტო სისტემების სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ცენტრის შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურულ ერთეულის პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო“-ს მთავარ საქმიანობას წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირება და #511 ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები“ შესაბამისად პტი ცენტრის ტექნიკური პერსონალის საწყისი და განმეორებითი ტრენინგების ჩატარება.

დაინტერესების შემთხვევაში, მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისათვის უნდა მიმართონ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის, ,,სატრანსპორტო სისტემების სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ცენტრს“. 

მისამართი: სტუ-ის I სასწავლო კორპუსი; კოსტავას 68; V სართული; № 539 ოთახი.

ცხელი ხაზი: 0322 77 11 11 (72 56)

ელ. ფოსტა: avtopersonalso@gtu.ge