სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, 2024-25 წწ აკადემიური წლისთვის მიღებას აცხადებს ორ აკრედიტებულ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე, კერძოდ მიღება განხორციელდება:
• პროგრამის დასახელება - “მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია” – 3 ადგილი.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის დოქტორი;
• პროგრამის დასახელება - “ტრანსპორტი” (საავტომობილო, სარკინიგზო) – 3 ადგილი. მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ტრანსპორტის ინჟინერიის დოქტორი.
სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაცია წინასწარ აცხადებს იმ თემატიკებს, რომელი მიმართულებითაც შესაძლებელია დოქტორანტურაში სწავლის მსურველებმა დაამუშაონ სადოქტორო ნაშრომები.
სადისერტაციო ნაშრომების თემატიკა 2024-2025 სასწავლო წლისათვის
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა
„მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია“
მექანიკის ინჟინერიაში (რობოტებში, მანიპულატორებში, საფრენ აპარატებსა და სხვა სისტემებში) გამოყენებული მექანიზმების კვლევისა და კონსტრუირების მეთოდები; სივრცითი მექანიკური მოძრავი სისტემების ანალიზისა და სინთეზის პრობლემების ამოცანები, მათი ამოხსნის მარტივი ხერხები; სამრეწველო ინჟინერიის ტექნიკური მოწყობილობების მექანიზმების ოპტიმალური რეჟიმების შერჩევა, სტატიკურ-დინამიკური ანალიზი; გაუმჯობესებული მახასიათებლების მქონე წარმოების ტექნოლოგიური საშუალებების შემუშავება. ნედლეულის წარმოება-გადამუშავების და შენახვის ტექნოლოგიური ხაზების მანქანა-დანადგარების, აპარატების და სამაცივრო ტექნიკის არსებული ტექნოლოგიური პრობლემები; ინოვაციური ტექნოლოგიების კვლევა.
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა - „ტრანსპორტი“
სატრანსპორტო (საავტომობილო, სარკინიგზო) საშუალებების დაპროექტების, განვითარების, წარმოების, შენარჩუნების, ხარვეზების დიაგნოსტიკის, რემონტისა და მომსახურების აქტუალური და კომპლექსური პრობლემების იდენტიფიცირება; საიმედოობის, მოძრაობის უსაფრთხოების, ეკოლოგიურობის ოპტიმიზირება; ინოვაციური კვლევისთვის გამოსაყენებელი მეთოდებისა და მოწყობილობების ეფექტიანობის ანალიზი.
სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურის დებულება
ბრძანება სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის შესახებ