საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებმაც „ავტომობილების დილერის მოსამზადებელ“ ტრენინგკურსი წარმატებით დაასრულეს, შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ღონისძიება 16 ივლისს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის "Lion Trans-ის სახელობის ელექტროავტომობილების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიაში“ გაიმართა და მას სტუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი, Lion Trans-ის გენერალური დირექტორი, ბატონი ლევან სუხიტაშვილი და ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ავტოდილერის მოსამზადებელი ინტენსიური ტრენინგკურსი, მიმდინარე წლის მაისიდან ამოქმედდა და დაახლოებით 2 თვის განმავლობაში ინტენსიურად გრძელდებოდა.
კურსი, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და კომპანია Lion Trans-მა სტუდენტებისთვის დამატებითი სწავლების შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმით განმტკიცებული პარტნიორობის ფარგლებში, ერთობლივად შეიმუშავეს. კურსის მიზანი იყო დაინტერესებულ მსმენელისათვის გაეცნო ავტოსადილერო ინდუსტრიის თეორიული არსი და კომპანია Lion Trans-ის რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, პრაქტიკული ავტოსადილერო საქმიანობასთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპები. ტრენინგკურსი ინოვაციურია და ის კარგად ასახავს როგორც სადილერო ბიზნესის დარგობრივ საჭიროებებს, ასევე, ბიზნესპრაქტიკაში მართვის პრინციპების გამოყენების შესაძლებლობებს.
კურსის ავტორებმა ტრენინგკურსი სწავლების თანამედროვე მეთოდებზე დაყრდნობით შეიმუშავეს და ის სამ თეორიულ მოდულად დაყვეს: „ავტომობილის ზოგადი მოწყობილობა“; „მომსახურების სტრატეგია და ეფექტურობა“; „ავტოდილერის პრაქტიკული მოდული“, რომელთა ათვისების შემდეგ, პრაქტიკული სწავლებები სტუდენტებმა უშუალოდ Lion Trans-ის სათავო ოფისში გაიარეს. მათ შორის აითვისეს აუქციონის პლატფორმა, რომელსაც მხარს უჭერს ერთ-ერთი მასშტაბური ამერიკული ავტოაუქციონი - IAA.
კომპანია Lion Trans-ის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, სერტიფიცირებულ საუკეთესო 10 სტუდენტს, კომპანია Lion Trans-ში დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ. მათ გადაეცათ შესაბამისი ე.წ. კოდები, რითაც გარკვეული ვადის განმავლობაში ექნებათ წვდომა კომპანიის შესაბამის პლატფორმებზე, სადაც თავისუფლად განახორციელებენ ავტოსადილერო საქმიანობასთან დაკავშირებულ აქტივობებს. შესაბამისად მათ ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ კომპანიის რეალურ ბიზნეს პროცესში.
შეხვედრაზე ორივე მხარის მხრიდან, კიდევ ერთხელ ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და Lion Trans-ის პარტნიორობით მომზადებულმა ტრენინგკურსმა ქვეყნის უმსხვილესი საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლის სტუდენტებს დამატებითი სწავლების შესაძლებლობა მისცა. აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე სასწავლო კურსს მხოლოდ სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებმა გაიარეს. სასწავლო კურსის პრაქტიკული შედეგებისა და დადებითი უკუკავშირის შემთხვევაში, სამომავლოდ არ არის გამორიცხული, კურსის განვრცობა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის მისი შეთავაზება.
სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაცია, მადლობას უხდის კომპანია "Lion Trans", მის დამფუძნებლებსა და ყველა იმ პირს, რომლებიც აღნიშნული კურსის შექმნასა და განხორციელებაში მონაწილეობდა.
ღრმად ვართ დაწუნებულები რომ საგანმანათლებლო ინსტიტუციასა და ბიზნეს სექტორს შორის მსგავსი თანამშრომლობა, საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს როგორც დარგის, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიურ განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობას.