ინკლუზიური პროფესიული განათლების ტრენინგის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ
ინკლუზიური პროფესიული განათლების ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიება სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე გაიმართა.
შეგახსენებთ რომ მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სადაც სტუ-ის მასშტაბით ყველაზე მეტი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება, სტუ-ის ინკლუზიური განათლების მხარდამჭერმა გუნდმა, ინკლუზიური პროფესიული განათლების შესახებ ტრენინგი ჩაატარა.
ღონისძიების მიზანი იყო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობისა და მხარდაჭერის ხელშეწყობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და, ზოგადად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა სოციალური მხარდაჭერა.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებლებმა, პედაგოგებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.
ფაკულტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის სტუ-ის ინკლუზიური პროფესიული განათლების მხარდამჭერი გუნდის წევრებს ღონისძიების ორგანიზებისა და ჩატარებისათვის.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.