09/07/2024
მექანიკის ინჟინერიის ბაკალავრიატის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებმა საბაკალავრო ნაშრომები დაიცვეს
5 ივლისს, მექანიკის ინჟინერიის ბაკალავრიატის ინგლისურენოვანი პროგრამის მე- 4 კურსის სტუდენტებმა საბაკალავრო ნაშრომები დაიცვეს. კერძოდ, შესაბამისი პრეზენტაციები წარმოადგინეს სტუდენტებმა, აბდალლა საიდ აბდელჰამიდ საიდ ნასსარმა; აბდალლაჰ სალეჰ ჯაბერ აბუნიჯიმმა; მაჰმუდ მაგდი მაჰმუდ აბბას იბრაჰიმმა; ომარ აბდალლა სელიმმა; მოჰამმედ ჰეშამმა და რევაზ გოგაშვილმა;
სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი საკურსო ნაშრომები მექანიკის ინჟინერიის თანამედროვე, დარგობრივი ტექნოლოგიების აქტუალურ საკითხებს შეეხებოდა. სტუდენტებმა პრეზენტაციები მაღალი სტანდარტის დაცვით წარმოადგინეს რამაც შეფასების კომისიის დიდი მოწონება დაიმსახურა.
საბაკალავრო ნაშრომების დაცვის შემდეგ, ფაკულტეტის ადმინისტრაციამ და დარგის პროფესორებმა სტუდენტებს მიულოცეს პროგრამის წარმატებით
დამთავრება, მოეწყო მცირე დაჯილდოება და შესრულდა ე.წ. “ქუდების ასროლის” ცერემონიალი.
სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს ერთ ინგლისურ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც სრულად აკრედიტებულია და ფაკულტეტი კვლავაც მზად არის, ტრადიციულად მომდევნო სასწავლო წელსაც მიიღოს საერთაშორისო სტუდენტები და მისცეთ მათ ხარისხიანი განათლება.
ფაკულტეტის ადმინისტრაცია ულოცავს მექანიკის ინჟინერიის ბაკალავრიატის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებს კურსის დასრულებას და წარმატებებს უსურვებს მათ პირად და საქმიან ცხოვრებაში.
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სტუდენტებითა და კურსდამთავრებულებით!