08/07/2024
ფაკულტეტს პოლონეთის უნივერსიტეტის პროფესორი სტუმრობდა
5 ივნისს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს, პოლონეთის ქ. კოჩალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Koszalin University of Technology - Politechnika Koszalińska) ელექტრონიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი კრისტოფ როკოში სტუმრობდა.
პროფესორი როკოში, ამავდროულად არის მექანიკის ინჟინერიის დოქტორი და მას სალექციო კურსები ამავე უნივერსიტეტის მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზეც მიჰყავს.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ კრისტოფ როკოშის ვიზიტი სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მიერ იყო ორგანიზებული და ERASMUS+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
ვიზიტის ფარგლებში, ევროპელ სტუმართან საქმიანი შეხვედრა გაიმართა სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს უნივერსიტეტებში სასწავლო და კვლევით მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
აღსანიშნავია რომ პოლონური უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტის მიზანს ERASMUS+ ფარგლებში მობილობის გააქტიურება, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის გაძლიერება წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ კოჩალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის უზრუნველყოფის მიზნით ERASMUS+ საგრანტო შესაძლებლობების გამოცხადებას მომდევნო აკადემიურ სასწავლო წელსაც აპირებს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.