26/06/2024
სტუ-ში, პროექტის - „ქალთა ტექჰაბი“ - ფარგლებში, ინოვაციური იდეების კონკურსი გაიმართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტის - „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში - ქალთა ტექჰაბი“ (Advancing Gender Diversity in Engineering - The Women’s Tech Hub) ფარგლებში, „სტუ-ის ინოვაციური იდეების კონკურსი - 2024“ გაიმართა.
„ქალთა ტექჰაბის“ შემაჯამებელ ღონისძიებას სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტმა უმასპინძლა.
კონკურსის ფინალურ ეტაპზე სტუ-ის სტუდენტებმა 12 ბიზნესიდეა წარადგინეს: PetMall; Mountain; Women,s Relax House; სამხატვრო სკოლა-სტუდია; Raritia; Martvili Resort; MILA -სარეკლამო კომპანია; Music Art House - მულტიმუსიკალური სტუდია; Easy Way; Healthyfit; ბაგა-ბაღი „წიგნიერი“; ლეღვის წარმოება.
საკონკურსო ჟიურიმ, შესაბამის კრიტერიუმებზე დაყრდნობით, წარმოდგენილ სტუდენტურ პროექტებს შორის სამი საუკეთესო ბიზნესიდეა გამოავლინა.
ჟიურიმ I ადგილი მიაკუთვნა პროექტს - PETMALL, რომლის ავტორია ჯგუფი - ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტ გვანცა დავითაიას და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტების - ნათია ბერუაშვილის, სოფო ამაღლობელისა და მარიამ გუგულაშვილის შემადგენლობით.
II ადგილი მოიპოვა პროექტმა - ,,Music Art House”- მულტი მუსიკალური სტუდია“, რომლის ავტორები არიან არქიტექტურის, დიზაინისა და ურბანისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები მარიამ ნოსელიძე, საბა ბასიაშვილი და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტი ნინი ქიბროწაშვილი.
III ადგილზე გავიდა ბიზნესიდეა - “Raritia”, რომელიც სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტ რუსუდან ლომიძეს ეკუთვნის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინოვაციური იდეების კონკურსში გამარჯვებული სამეწარმეო იდეებისთვის პროექტით განსაზღვრული საპრიზო ფონდი 600 დოლარს (ეკვივალენტი ლარში) შეადგენდა. პროექტის ორგანიზატორებმა პირველი ადგილის მფლობელს 300 დოლარი გადასცეს, მეორე ადგილზე გასულს - 200 დოლარი, მესამე ადგილზე კი - 100 დოლარი.
საუნივერსიტეტო პროექტს - „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში - ქალთა ტექჰაბი“, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსებით ხორციელდება, კოოორდინაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი უწევს.
როგორც ოფისის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე აღნიშნავს, პროექტ „ქალთა ტექჰაბის“ მიზანი ინჟინერიაში ქალების როლის ზრდა და მათი კარიერული განვითარებაა. პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სხვადასხვა ფაკულტეტეტის დაინტერესებული სტუდენტებისთვის ჩატარდა სასწავლო კურსები ზოგად მენეჯმენტში, მარკეტინგულ კომუნიკაციებსა და PR ტექნოლოგიებში, გრაფიკულ დიზაინში, ვებტექნოლოგიებსა და WordPress დეველოპმენტში, ასევე, პრაქტიკულ მეწარმეობაში. მისი თქმით, პროექტის ეგიდით გაიმართა „მეწარმეობის დღესთან“ დაკავშირებული შემაჯამებელი ინტერაქტიური სემინარი.
„დარწმუნებული ვართ, პროექტის ფარგლებში შექმნილი საუნივერსიტეტო კარიერული პლატფორმა და განხორციელებული სასწავლო-შემეცნებითი აქტივობები სტუდენტებს, განსაკუთრებით კი სტუდენტ გოგონებს, მისცემს არა მხოლოდ საბაზო ცოდნასა და შესძენს ბიზნესისისთვის საჭირო უნარებს, არამედ მათ გაუძლიერებს მოტივაციას, მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და სამომავლოდ მეტი მონდომებით იმუშაონ ბიზნესიდეებზე. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტიც, რომ ინოვაციური იდეების კონკურსზე ჩვენმა სტუდენტურმა ჯგუფებმა საინტერესო და კარგად დამუშავებული ბიზნესიდეები წარმოადგინეს და გამარჯვებაც მოიპოვეს.
ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ ახალაგაზრდებს! მადლობას ვუხდით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამას სტუდენტებისთვის აქტუალური და საჭირო საუნივერსიტეტო პროექტის მხარდაჭერისა და დაფინანსებისთვის. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ქმედითი ხელშეწყობით, მომავალშიც შეეცდება დონორი ორგანიზაციებიდან დაფინანსება მოიპოვოს და აამოქმედოს ისეთი პროექტები, რომლებიც მიმართული იქნება სტუდენტთა კარიერული განვითარებისკენ და გაზრდის მათი დასაქმებისა თუ თვითდასაქმების პერსპექტივებს“, - აცხადებს თეა მურვანიძე.
საუნივერსიტეტო პროექტი - „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში - ქალთა ტექჰაბი“ - საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტს კოოორდინაციას უწევს სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი. „ქალთა ტექჰაბის“ ეგიდით შეიქმნა საუნივერსიტეტო კარიერული პლატფორმა, რომელიც საინჟინრო დარგებიდან ვაკანსიების მოზიდვასა და ქალ ინჟინერთა დასაქმებაზე ზრუნავს, უნივერსიტეტის სტუდენტი და კურსდამთავრებული ქალებისთვის კარიერული განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის, ასევე, ხელს უწყობს ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებას.