21 ივნისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტი „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში - ქალთა ტექ ჰაბი“-ის ფარგლებში ,,სტუ-ის ინოვაციური იდეების კონკურსი 2024“ ჩატარდა.
Women’s Tech Hub-ის შემაჯამებელ ღონისძიებას სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტმა უმასპინძლა. ფინალურ ეტაპზე სტუდენტებმა 12 ბიზნეს იდეა წარადგინეს, კერძოდ:
1. PeterMall
2. Mountain
3. Women,s Relax House
4. სამხატვრო სკოლა-სტუდია
5. Raritia
6. Martuili Rsort
7. MILA -სარეკლამო კომპანია
8. Music Act House მულტი მუსიკალური სტუდია
9. Easy Way
10. Healthyfit
11. ბაგა-ბაღი ,,წიგნიერი"
12. ლეღვის წარმოება
სპეციალურად, ამ ღონისძიებისთვის დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, შესაბამის კრიტერიუმებზე დაყრდნობით 3 (სამი) საუკეთესო იდეა გამოავლინა, ესენია:
I ადგილი - PETMALL;
სტუდენტები:
· ნათია ბერუაშვილი - სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი;
· სოფო ამაღლობელი - სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი;
· მარიამ გუგულაშვილი - სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი;
· გვანცა დავითაია - ენერგეტიკის ფაკულტეტი.
II ადგილი - ,,Music Art House”- მულტი მუსიკალური სტუდია“;
სტუდენტები:
· მარიამ ნოსელიძე - არქიტექტურის, დიზაინისა და ურბანისტიკის ფაკულტეტი;
· საბა ბასიაშვილი - არქიტექტურის, დიზაინისა და ურბანისტიკის ფაკულტეტი;
· ნინი ქიბროწაშვილი - ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტი.
III ადგილზე - ,,Raritia”
სტუდენტი:
· რუსუდან ლომიძე - სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი
სტუ-ში გამარჯვებული სამეწარმეო იდეისათვის პროექტით განსაზღვრული იყო საპრიზო ფონდი (600 დოლარის ეკვივალენტი ლარში), რომელიც საპრიზო ადგილებზე შესაბამისად გადანაწილდა:
· პირველ ადგილი - 300 $;
· მეორე ადგილი - 200 $;
· მესამე ადგილი - 100 $.
აღნიშნული პროექტი აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის 2023 წლის მცირე საგრანტო პროგრამის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის კოორდინაციით მიმდინარეობდა.